|
2025-05-21 13:31:13, 862 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამუშავებს და შესაძლოა, მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, -ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა. ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შემოიღებს. „ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. აშშ-ის სენატში სანქციების დიდი პაკეტია, ამასთან დაკავშირებული კანონპროექტი. მას უკვე დაუჭირა მხარი სენატში თითქმის 80-მა კოლეგამ“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, 14-15 მაისს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის თანაავტორს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს ესაუბრა. „არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება, რომ ახლავე უნდა იყოს შედეგები. ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან შეერთებული შტატებიდან - როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე კონგრესმენებთან“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა. მისი თქმით, ამერიკაც იმოქმედებს და ეს ნათლად არის ნათქვამი, თუმცა ახლა სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო. „აშშ სანქციების ყოვლისმომცველ პაკეტს ამზადებს. ახლა ის განსახილველად კონგრესს გადაეცემა. რა თქმა უნდა, ის ძალაში მხოლოდ ამ განხილვების წარმატებით დასრულების შემდეგ შევა, მაგრამ ყველაფრის მიხედვით, რაც მე გავიგე, ეს მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს. „პუტინი ყოყმანობს და ომის გაგრძელება სურს. თუმცა, ის ნელ-ნელა ამჩნევს, რომ მისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების დასასრული ახლოვდება. სწორედ ამიტომ სთავაზობს ტრამპი, როგორც მე მესმის, მას მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლის გზას. აშშ საქმეში იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავარწმუნებთ მათ, რომ ისინი საქმეში არიან. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)