06:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 13:07:15, 871 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მხარდაჭერის მიზნით „მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსების“ სახით 5.5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ.

„ეს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ხელს შეუწყობს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად უფრო მეტ თანხას გამოყოფს.

შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. გასულ თვეში ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა.

„რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში 19 მარტს უჩივლა. ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფალი ევროპისთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა, ხოლო აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics