|
2025-05-20 21:03:41, 1281 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. სხდომის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის. "სხვა მოლოდინი არც გვქონია არც მე და არც ჩემს ადვოკატებს, მარტივი საკითხია ცეცხლი ოლიგარქიას. 10-დან 10 შემთხვევაში, მოსამართლე, რომელიც არ იქნებოდა წინასწარი ინსტრუქტაჟის ქვეშ მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენ სასარგებლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებით, ეს პროცესი არის სისხლის სამართლის ნორმის არ არსებობის პირობებში ჩატარებული პროცესი. მე გირაოს არ გადავიხდი, ეს არის ჩემი პრინციპული და შინაგანი რწმენით განპირობებული გადაწყვეტილება" - განაცხადა ნიკა გავრამიამ სხოდმის შემდეგ. წულუკიანის კომისიაზე გამოიცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. ცნობისთვის, 19 მაისს სასამართლოს არსებითაც განსახილველად გადაეცა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)