03:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 12:59:50, 1288 ნახვა

საზოგადოება
წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება.

ამჟამად 1000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.

ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებებს შორის, რომელსაც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებები კი „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics