16:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 14:50:47, 680 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics