13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 17:20:35, 903 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს

თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს და იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან , - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები სურთ, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა. და ამჟამად სიტუაცია ჩიხშია შესული“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სიტუაცია რთულია, მაგრამ პოზიტიური მიმართულებით ვითარდება

„მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, არსებული გარემოებების მიუხედავად. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ის პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics