13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 14:28:59, 734 ნახვა

მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - ვლადიმერ პუტინი ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აფერხებს სამშვიდობო პროცესს.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერს მშვიდობის მიღწევის გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს.

„ერთადერთი, ვინც რეალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის, უკრაინაა და ის ამას საკმაოდ ღიად აკეთებს: პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ასევე შეერთებული შტატების, მათ შორის ტრამპის და მთელი ევროპის ხელშესახები მხარდაჭერით“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, პუტინს „მხოლოდ ერთი ბრძანება დასჭირდება ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესასვლელად“.

„მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ეს ზავი არ სურს. ახლა, როგორც ჩანს, ის ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს გარკვეული ორმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად“, - დაასკვნა ცაჰკნამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics