|
2025-05-12 11:23:35, 664 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო დევიდ ლემის და ფრიდრიხ მერცს უკრაინაზე ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხიც განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლემისთან მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტაა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა და მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართული შეხვედრა და საერთო მიზანი - უკრაინაში ომის დასრულება განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)