|
2025-05-08 02:02:18, 1024 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მიღწეული იქნა შეერთებული შტატების წყალობით
მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვება მხოლოდ შეერთებული შტატების წყალობით გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისის გამარჯვების დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. „მთელ მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები ამ კვირაში ზეიმობენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არასდროს აღნიშნა ეს დღე, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება დიდწილად ჩვენი დამსახურებით იყო მიღწეული. მოგწონთ ეს თუ არა, ჩვენ ამ ომში შევედით და მოვიგეთ. ჩვენ ბევრი დიდი მოკავშირის დახმარება გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, არავინ უარყოფს, რომ ჩვენ ვიყავით დომინანტი ძალა“, - თქვა ტრამპმა. თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პროკლამაციაში ნათქვამია, რომ ამ დღეს ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიღუპა „საკუთარი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის“. „ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე, ეს ომი ვერ მოიგებდა და მსოფლიო დღეს ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში. აშშ-ის პრეზიდენტმა პროკლამაციის ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა 8 მაისის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად დაწესების და 11 ნოემბრის ვეტერანთა დღისთვის პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გადარქმევის განზრახვის შესახებ. შემდეგ მან განმარტა, რომ ამერიკის ბევრი მოკავშირე უკვე აღნიშნავდა 8 მაისს, თუმცა მისი თქმით, სწორედ შეერთებულმა შტატებმა გააკეთა „ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ“ გამარჯვების უზრუნველსაყოფად. სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში ტრამპმა აღნიშნა: „ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ. ძალით, გამბედაობითა და სამხედრო უნარებით არავინ იყო ჩვენთან ახლოს“. იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში დაეხმარა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)