21:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 10:16:54, 584 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანის არმიის ინფორმაციით, ინდოეთის თავდასხმას 26 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმების შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არმიის მეთაურის თქმით, დაშავებულია 46 ადამიანი.

ამასთან, პაკისტანის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ პაკისტანი ინდოეთს უპასუხებს მის მიერ შერჩეულ დროს, ადგილას და საშუალებებით.

ამასთან, ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დელი აცხადებს, რომ ოპერაცია "სინდორის" ფარგლებში ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა.

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის კუთვნილი 5 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics