|
2025-05-06 18:09:46, 769 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა იემენში ჰუსიტების კონტროლირებულ სანაას აეროპორტზე იერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰუსიტების თავდასხმების პასუხად იემენში მათ მიერ კონტროლირებულ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და “სრულად გათიშეს”. IDF ასევე იტყობინება, რომ სანაასთან მდებარე ცემენტის ქარხანასა და რამდენიმე ელექტროსადგურს დაესხნენ თავს, რომლებსაც ჰუსიტები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ცემენტის ქარხანაზე იერიში "რეჟიმის ეკონომიკასა და სამხედრო მზადებაზე დარტყმას წარმოადგენს". იერიშის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) "სასწრაფო გაფრთხილება" გაავრცელა და იემენში სანაას საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაციისკენ მოუწოდა. IDF-ის არაბულენოვანმა სპიკერმა, ავიხაი ადრაიმ გაფრთხილების შესახებ X-ზე დაწერა. "მოგიწოდებთ, რომ აეროპორტის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვოთ და თქვენს სიახლოვეში ყველა გააფრთხილოთ ტერიტორიის დაუყოვნებლივი ევაკუირების საჭიროების შესახებ". - წერია IDF-ის პოსტში. ისრაელის იერიშს წინ უძღვის ჰუსიტების მიერ ისრაელში მდებარე ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიტანილი იერიში. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰუსიტების რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლეს, თუმცა რაკეტა აეროპორტს არ მოხვედრია და მის სიახლოვეს ჩამოვარდა. დაშავდა 6 ადამიანი. თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და ირანს პასუხს გასცემს. "ჩვენ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჰუსიტების მუქარის ქვეშ ვართ. ამას არ მოვითმენთ და მათ ძალიან ძლიერი საპასუხო ქმედება ელოდებათ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)