2025-05-05 19:53:04, 981 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალციხეში ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი. მედია ერთ-ერთი ვერსიის თანახმად წერს, რომ როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,