|
2025-04-25 20:04:28, 441 ნახვა
საზოგადოება
ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით “ახალ ხედვაში”
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კვლევის ახალ მიდგომებს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი თაობის ულტრასენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას. ეს პროცესი გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც დეტალური ინფორმაცია მიიღება:
ტერფის კვლევა “ახალ ხედვაში” იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით ტარდება, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. სწორი დიაგნოზის შემდეგ კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს, ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის კი აუცილებელი პირობაა, ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 032 2 18 25 38
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)