|
2025-04-28 17:44:01, 540 ნახვა
მსოფლიო
კანადაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს
კანადაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და კანადის ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემა ოფიციალურად დაიწყო. ამასთან, ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურით რეკორდული რაოდენობის, 7.3 მილიონმა კანადელმა უკვე ისარგებლა. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მმართველ „ლიბერალებსა“ და პიერ პუალიევის ოპოზიციურ „კონსერვატორებს“ შორის გაიმართება. კანადის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გაავრცელა. „წარმატებები შესანიშნავ კანადელ ხალხს. აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც ექნება ძალა და სიბრძნე, რომ გაანახევროს თქვენი გადასახადები, თქვენი სამხედრო სიძლიერე მსოფლიოში უმაღლეს დონემდე უფასოდ გაზარდოს და გააოთხმაგოს თქვენი ავტომობილების, ფოლადის, ალუმინის, ხე-ტყის, ენერგიისა და ყველა სხვა ინდუსტრიის წარმოება, ტარიფებისა და გადასახადების გარეშე, თუ კანადა გახდება ძვირფასი 51-ე შტატი. ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატი. მრავალი წლის წინ ხელოვნურად გავლებული საზღვარი აღარ იარსებებს. ამერიკას აღარ შეუძლია კანადის სუბსიდირება იმ ასობით მილიარდი დოლარით, რომელსაც წარსულში ჩვენ წელიწადში ვხარჯავდით. ამას აზრი არ აქვს, თუ კანადა შტატი არ იქნება!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)