09:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 13:10:28, 770 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია და უკრაინის საკითხზე პუტინს შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას Reuters ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს

უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვის ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო. 

რუსეთმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. 

ტრამპი აღნიშნულს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა. 

"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერდა ტრამპი. 

თუმცა ტრამპმა 24 აპრილს, რეპორტიორებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია. 

"უახლოესი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამჟამად შეხვედრები იმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ [...] მგონია, რომ ამას ვუახლოვდებით". - თქვა ტრამპმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics