|
2025-04-25 11:37:54, 659 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის მოკლე რადიუსის მქონე გამშვები დანადგარებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება. „მიზანი მოლდოვის არმიის მოდერნიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა, მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. წელს ჩვენ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობისთვის 60 მილიონ ევროს გამოვყოფთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 აპრილს საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების ქვეითებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევრო დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)