09:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 10:08:04, 530 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს

პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება ივსება, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის ხილვა. მას სურს მკვლელობების შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე მზად უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა - სამი წლით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი გახდებოდა.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა ობამამ დათმო ყირიმი, რომელმაც რუსეთს მისი მიტაცების უფლება მისცა 2014 წელს. პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. მათთვის ამის გაკეთება არავის უთხოვია. ის ითხოვს, რომ ხალხი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს და გააცნობიეროს, რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სასტიკი ომია“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.

მისი თქმით, კარგი შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარე მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

„კარგი გარიგების მისაღწევად, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პრესაში განხილვას და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია“, - დასძინა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics