|
2025-04-21 19:31:01, 822 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩემი და ჩემი ერის სახელით სამძიმარს ვუცხადებ კათოლიკურ სამყაროს
ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუცხადებ სამძიმარსა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს. „მწუხარებით შევიტყვე პაპ ფრანცისკეს, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერისა და ვატიკანის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე, პაპი ფრანცისკე იყო ასევე სულიერი ლიდერი, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს სხვადასხვა რწმენის ჯგუფებს შორის და ინიციატივას იღებდა ჰუმანიტარული ტრაგედიების წინაშე, განსაკუთრებით პალესტინის საკითხისა და გენოციდზე ღაზაში. ჩემი და ჩემი ერის სახელით, ვუცხადებ ჩემს სამძიმარსა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს“, – წერს ერდოღანი. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)