16:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 14:18:30, 567 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი პაპის გარდაცვალებაზე - სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე

რუსეთის პრეზიდენტმა, დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა.

"თქვენო უწმინდესობავ,

გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას.

პაპი ფრანცისკე სარგებლობდა უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტით, როგორც ქრისტიანული სწავლების ერთგული მსახური, ბრძენი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის მაღალი ღირებულებების თანმიმდევრული დამცველი.

თავისი მრავალწლიანი პონტიფიკატის პერიოდში ხელს უწყობდა დიალოგის განვითარებას რუსულ მართლმადიდებელ და რომაულ კათოლიკე ეკლესიებს შორის, ასევე კონსტრუქციულად ურთიერთქმედებდა რუსეთსა და წმინდა საყდარს შორის.

მე არაერთხელ მომიწია ამ გამოჩენილ ადამიანთან ურთიერთობა და სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე.

ამ გლოვის ჟამს მინდა გითხრათ თანადგომისა და მხარდაჭერის სიტყვები თქვენ და კათოლიკე სამღვდელოებას". – წერია პუტინის წერილში.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics