18:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 15:54:47, 470 ნახვა

მსოფლიო
გიტანას ნაუსედა - ლიტვაში აშშ-ს სამხედროების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ რჩება ლიეტუვის სტრატეგიულ პარტნიორად ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების კუთხითაც.

„ლიეტუვა ხვდება, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ლიეტუვა აჩვენებს ამის მაგალითს – ვზრდით თავდაცვით ბიუჯეტს, ინტენსიურად ხდება ეროვნული დივიზიის განვითარება, გრძელდება სამხედრო მრეწველობის განმტკიცება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროპაში ამჟამად 100 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის წარმომადგენლობა სამუდამოდ, შესაძლოა, არ გაგრძელდეს.

აპრილში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ევროპიდან 10 000 სამხედროს გაყვანის საკითხს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics