21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 18:08:34, 527 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძე - დოი, ყველაფერი წინ არის

ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის, - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა წაიკითხეს.

ანდრო ჭიჭინაძე წერილით ასევე კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მიმართავს:

„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.

წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, - წერს ჭიჭინაძე წერილში.

ასევე მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics