|
2025-04-14 20:09:12, 773 ნახვა
საზოგადოება
თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს - გაიმართება პარლამენტამდე მსვლელობაც
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”. თსუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეებიც. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველია გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)