21:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 13:14:46, 644 ნახვა

საზოგადოება
წიგნის გამომცემლების განცხადებით, 14 აპრილს დაგეგმილ მარშს შეუერთდებიან

ქართველი გამომცემლები 14 აპრილის მარშს ვუერთდებით იმის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთია, - ამის შესახებ გამომცემელმა გვანცა ჯობავამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ეს ბრძოლა არამხოლოდ თავისუფლებისთვისაა, არამედ ისტორიის დაცვისთვისაც.

„ჩვენ გუშინაც ვნახეთ ფაქტები, როცა წულუკიანმა უაზროდ გაწირული უწოდა ვიღაცის პიარისთვის ჩვენს გმირს, ანწუხელიძეს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მალე შეიძლება უაზროდ გაწირულებიც აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ქართული ენის დაცვისთვის იბრძოდნენ და ზოგადად, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ეს ბრძოლა არის არამხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ჩვენი ისტორიისთვის, რადგან ამ ადამიანებს, ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას სურს ჩვენი ისტორია დაგვავიწყოს და ასევე, დაგვავიწყოს, რომ ამ ქვეყანას მთავარი მტერი ჰყავს რუსეთის სახით. ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამ შეკრების მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს კიდევ ერთხელ დაცვა და ეს ისტორია დაბრუნდეს. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ერთად დავდგეთ, ყველამ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ბრძოლაში, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს“, - განაცხადა ჯობავამ.

საქართველოს წიგნის ასოციაციის თავმჯდომარის, გამომცემელ ნატო ალხაზიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის თავზეც ქვეყანაში ენისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ისევ ბრძოლა უწევთ.

„ჩვენთვის, როგორც გამომცემლებისთვის, ენა ჩვენი ინსტრუმენტი, ჩვენი მუშაობის საშუალებაა. მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე უდგას, თავად ის ფაქტი, რომ ქართული ენის დღეს გვიწევს მსვლელობა, რომ დავიცვათ ენა და სიტყვის თავისუფლება, ის, რომ გამომცემლებს და სხვა ადამიანებს ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვა უწევთ, თავისთავად იმის ნიშანია, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ენის დღე არის ზეიმი და დამოუკიდებლობის მოპოვების 35-ე წელიწადს ისევ ენის და სიტყვის თავისუფლების დაცვა არ უნდა გვიწევდეს“, - განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics