|
2025-04-10 11:34:59, 620 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია
დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „მივესალმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის მკაფიო, პროგნოზირებადი პირობებია აუცილებელი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-თან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის. „ტარიფები გადასახადებია, რომლებიც ზიანს მხოლოდ ბიზნესსა და მომხმარებელს აყენებს. ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ნულოვან სატარიფო შეთანხმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა. მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 15 აპრილიდან შევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)