|
2025-04-09 21:25:07, 741 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოდის
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ჩინური მედიის თანახმად, პეკინში, მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სი ძინპინმა შეაჯამა ჩინეთის სამეზობლო პოლიტიკის მუშაობის მიღწევები და გამოცდილება ახალ ეპოქაში, გააანალიზა არსებული ვითარება და გამოკვეთა მიზნები, ამოცანები, იდეები და ღონისძიებები სამეზობლო მუშაობის შემდეგი ეტაპისთვის. კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ მეზობელი რეგიონები გლობალური პერსპექტივით უნდა იყოს განხილული. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩინეთმა წამოაყენა მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპები სამეზობლო დიპლომატიაში და მხარს უჭერს მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობას. კონფერენციაზე ითქვა, რომ ჩინეთი დაიცავს აზიურ ღირებულებებს მშვიდობის, თანამშრომლობის, ღიაობისა და ინკლუზიურობის შესახებ, გამოიყენებს „სარტყელსა და გზის“ თანამშრომლობას, როგორც მთავარ პლატფორმას და მიჰყვება უსაფრთხოების აზიურ მოდელს, რომელიც გულისხმობს სიხარულისა და მწუხარების გაზიარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)