21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 20:45:36, 657 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები ლოზუნგით - “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“ მარშს მართავენ

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” - ამ შინაარსის ბანერებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.

ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები საპროტესტო აქციას გამართავენ.

პარალელურად, ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში დაიწყება, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. როგორც ისინი აცხადებენ, არ მისცემენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ ხვალ პარლამენტის წინ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics