21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 19:43:33, 705 ნახვა

საზოგადოება
TV პირველის ოპერატორი - „ფეისბუქ-პოსტის“ გამოს შსს-მ ჩემს წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო

„ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი აცხადებს, რომ „ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

მისი ინფორმაციით, შსს-მ საქმისწარმოება 173-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

ჯიოშვილი აცხადებს, რომ საქმე ეხება მის “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც შსს-ს მოიხსენიებს, „როგორც ეკუთვნოდათ“ და აგინებს.

„დამირეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ითვალისწინებს. სასამართლოში შეგვაქვსო [სარჩელი].

გუშინწინ, 6 აპრილს, დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, წაშლას არ ვაპირებ, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ…...ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს “ფეისბუქ“ სტატუსებს უთვალთვალებენ. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, რომ მაგით რამეს თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა, გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით. შევხვდებით სასამართლოში და რა თქმა უნდა, ცეცხლი ოლიგარქიას" - აცხადებს ჯიოშვილი, რომლის კომენტარსაც “ტვ პირველი“ ავრცელებს.

დამატებით დეტალებს შსს-ში ვარკვევთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics