11:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 20:16:15, 665 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ტარიფების ფონზე, Audi-მ აშშ-ში მანქანების ექსპორტი შეაჩერა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi ტრამპის ტარიფების ფონზე აშშ-ში მანქანების ექსპორტს აჩერებს და 2 აპრილის შემდგომ გაგზავნილ მანქანებს აშშ-ს პორტებში ინახავს. 

ამის შესახებ Reuters იტყობინება

გამოცემა Reuters-ის თანახმად, Audi-მ ავტოდილერებს შეატყობინა, რომ 2 აპრილიდან ავტომობილების ექსპორტი შესაბამის გაფრთხილებამდე არის გაჩერებული. 

აშშ-ში Audi-ს მფლობელი კომპანიის, Volkswagen-ის საწყობებში დაახლოებით 37 000 მანქანა ინახება, რომლებზეც ტარიფები არ ვრცელდება - კომპანიას ამ მარაგის გასაყიდად, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება. 

Reuters აღნიშნავს, რომ საავტომობილო მომსახურების მიმწოდებელის, Cox Automotive-ის მონაცემებით, ავტომწარმოებლებს აშშ-ში განთავსებული დაახლოებით სამი თვის სამყოფი მარაგი აქვთ, რომლის გაყიდვაც შეუძლიათ, სანამ ტარიფებთან გასამკლავებლად გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics