14:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 17:50:49, 960 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „დაასრულე“ - მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით

მოძრაობა "დაასრულე" საპროტესტო ტალღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პოსტი ეხება ">რვეულებს, რომლებიც დღეს სუპერმარკეტებში შენიშნეს. მათ ყდებზე, პოლიტიკოსების ფოტოებთან ერთად, გამოსახული იყო შემდეგი ფრაზები: "არარსებულ ლეგიტიმაციაზე ნადირობა", "როგორ დავმალოთ კომპლექსები", "საცობების ესთეტიკა", "1001 ღამე შამპუნის გარეშე". აღნიშნულმა საპროტესტო აქტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

"გამარჯობა, თანამებრძოლებო!

მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით. თან, ამჯერად, ერთ კონკრეტულ ადგილს გაცნობებთ, სადაც რვეულების აღებას 12-13 აპრილისთვის შეძლებთ. 

მანამდე კი გიზიარებთ უკვე გამოყენებულ ვერსიებს.

რვეულები არ იყიდება. სადაც შეგხვდებათ, აიღეთ, თქვენია! მათ შეიძლება წააწყდეთ ნებისმიერ ადგილას. შესაძლოა, თქვენი სახლის უახლოეს მარკეტშიც კი იყოს.

შეხვედრამდე! " - წერს სოციალურ ქსელში საპროტესტო მოძრაობა "დაასრულე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics