|
2025-04-06 10:24:56, 669 ნახვა
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს
უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს, ევროკავშირის ხელშეკრულებით ხმის უფლების წართმევის შესაძლებლობა არსებობს და მჯერა, რომ ის სულ უფრო ახლოსაა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „გულწრფელები ვიყოთ: გაყოფილი რომ იყო, ორი დიდი მხარე გჭირდება. უნგრეთის შემთხვევაში, გვაქვს ძალიან სუსტი ქვეყანა, რომელიც პუტინის გუნდში თამაშობს, ჩვენს ევროპულ გუნდში არა… თუმცა, ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნის ხმის უფლების გაწვევის შესაძლებლობას იძლევა, თუ ეს წევრობა საფრთხეს უქმნის ევროპისა და სხვა წევრების უსაფრთხოებას. და ორბანი სწორედ ამას შვება“, - განაცხადა ცაჰკნამ. კითხვაზე, ახლა ამოქმედებულ უნდა იქნას თუ არა მე-7 მუხლი, მინისტრმა უპასუხა: „ეს შესაძლებლობა გვაქვს და მჯერა, რომ სულ უფრო და უფრო ახლოსაა”. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიიღება და მას უნგრეთის თანხმობა სჭირდება. „თუ ისინი ივნისში დაბლოკავენ ამას, სანქციებს არა მხოლოდ ვადა გაუვა, არამედ პუტინისთვის [გაყინული] 240 მილიარდი ევროს გადაცემა მოგვიწევს. როგორ აპირებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის მოქალაქეებისთვის ახსნას, რომ ისინი პუტინისთვის ფულის გადაცემას აპირებენ, რომლის გამოყენებასაც ის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს წინააღმდეგაც აპირებს? ამიტომ ამ აქტივების კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ცაჰკნამ.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)