13:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 17:07:59, 864 ნახვა

მსოფლიო
სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

France 24-ის ცნობით, სეულის ქუჩებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, მას შემდეგ, რაც გუშინ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ იოლის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების გაუქმებას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „იმპიჩმენტი უსაფუძვლოა“.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 14 დეკემბერს გამოუცხადა. იოლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ, 4 აპრილს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics