13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 13:14:38, 692 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია

საფონდო ბირჟამ თავისი სიტყვა თქვა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გუო ძიაკუნმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია. დროა, აშშ-მა არასწორი ქმედებები შეწყვიტოს და სავაჭრო პარტნიორებთან უთანხმოება კონსულტაციების გზით მოაგვაროს“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა 34%-იანი ტარიფებით უპასუხა, რომელიც ძალაში 10 აპრილიდან შევა.

ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთმა არასწორად იმოქმედა და პანიკაში ჩავარდა“.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებისა და ჩინეთის საპასუხო ნაბიჯის შემდეგ გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა და კომპანიებმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს. პარასკევს S&P 500-ის ინდექსი 9%-ით დაეცა. J.P.Morgan-ის პროგნოზით, 2025 წელს აშშ-სა და გლობალური რეცესიის შანსები 60%-მდე გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics