06:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 20:30:48, 695 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი აშშ-ში ფრანგული ინვესტიციების შეჩერების მოწოდებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტარიფების საპასუხოდ, მოწოდებით გამოვიდა, რომ აშშ-ში შეჩერდეს ფრანგული ინვესტიციები იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა.

მრეწველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სასტიკი და დაუსაბუთებელი“ ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა მიიღო, ევროპული ქვეყნების მხრიდან პასუხის გარეშე არ დარჩება.

მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა უპასუხოს ახალ ტარიფებს დარგების მიხედვით. მისივე თქმით, ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების გამოცხადების შედეგად, ამერიკელები გახდებიან „უფრო სუსტები და ღარიბები“, ხოლო ევროპელები ერთად თუ იმუშავებენ, შეძლებენ „წარმატების მიღწევას“ და ტარიფების გაუქმებას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდეა. ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი, დიდ ბრიტანეთს კი 10%-იანი ტარიფები დაუწესა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტარიფები აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. ასევე, ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დააწესა უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics