11:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 12:53:19, 541 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს.

კალასმა ეს განცხადება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლისთვის ფასებს აძვირებს და, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ჩვენ ვიხდით”, - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში.

მისივე თქმით, ამავდროულად, ახლა უკვე საკუთარი თავდაცვის დოკუმენტის, „თეთრი წიგნის“ მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ახლა ბევრს ვყიდულობთ ამერიკელებისგან, მაგრამ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პორტფელი, რათა გვქონდეს აქ წარმოების შესაძლებლობები - საბრძოლო მასალა და ნივთები, რაც აქ გვჭირდება - და ასევე შეგვეძლოს სხვა მოკავშირეებისგან ყიდვა, რათა გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი ამ მხრივ”, - აღნიშნა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics