2025-04-03 10:28:14, 783 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია, შესაძლოა, უახლოეს დღეებში აშშ-ს ეწვიოს
უკრაინის დელეგაცია მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში, შესაძლოა, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, შეერთებულ შტატებს ეწვიოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა დაიქირავეს ადვოკატი და რომ შეთანხმება აშშ-ის მხრიდან მზადაა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და სამშვიდობო პროცესისთვის“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,