|
2025-04-02 12:50:19, 697 ნახვა
საზოგადოება
easyJet-მა ლონდონიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, easyJet-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები შეასრულა. ავიაკომპანიამ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში A320 neo ხომალდით გვიან ღამით 175 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო მილანის მალპენზას აეროპორტიდან – 172 მგზავრი. easyJet-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები ერთდროულად სამი მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით დაიწყო. 31 მარტს ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისი მიმართულებით ჟენევიდან განახორციელა, რითიც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდა. ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, აწარმოა. ავიაკომპანია easyJet-ი 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)