|
2025-03-28 09:18:57, 1042 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - მოსკოვი აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად შეუტიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული. "რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი, სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს. რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიურად დაესხნენ პოლტავას. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელი შენობებსა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის საწარმოების ადმინისტრაციულ შენობებს“, - აცხადებენ გენშტაბში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. „ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სჩადიან სამხედრო დანაშაულებს. მათ არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ისინი აღირიცხება, დოკუმენტირება ხდება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს. სასჯელი გარდაუვალია“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. ცნობისთვის, რუსებმა პოლტავას შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)