15:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 16:33:38, 700 ნახვა

საზოგადოება
ISFED-მა აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა - ნინო დოლიძეს ვადა ეწურება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED-მა) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნინო დოლიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ამის შესახებ მან თავადაც დაწერა საჯაროდ სოციალურ ქსელში.

"მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი, როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება. ჩემთვის ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ორგანიზაციის დატოვება, მაგრამ ეს არის წესი; და ისფედი იმიტომ არის ისფედი, რომ დაარსებიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, არასოდეს უღალატია წესებისთვის და იცავს ორგანიზაციის შიდადემოკრატიას. ამით ვამაყობთ!

ჩემზე, ისფედზე და ამ ოთხ წელზე მოგვიანებით დავწერ, ახლა კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე შეირჩეს გაბედული, კვალიფიციური და მებრძოლი ადამიანი. ისფედი კვლავაც იდგება საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. არაერთი სირთულე გამოიარა და ამასაც გაივლის. მე არსად მივდივარ, ვრჩები ამ ბრძოლაში. და მჯერა, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. სიბნელეს აუცილებლად მოჰყვება სინათლე! P. S. ახლის შერჩევამდე აქ ვარ", - წერს ნინო დოლიძე.

ISFED-ის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მართვაზე. მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულება, ასევე, პროგრამებისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება, დაინტერესებულ მხარეებთან სანდო სამუშაო ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics