01:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 14:20:35, 571 ნახვა

მსოფლიო
კარასინი - უკრაინაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში გაერო ჩაერთვება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წევრიცაა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაერო და სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.

ინფორმაციას Reuters რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს

"ჩვენ გავაგრძელებთ [მოლაპარაკებებს], რომელშიც საერთაშორისო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ცალკეული სახელმწიფოები ჩაერთვებიან". - თქვა კარასინმა. 

ცნობისთვის, 24 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

რუსულ მედიასთან გაკეთებულ ამავე კომენტარში კარასინმა მხარეებს შორის დიალოგი "კონსტრუქციულად" შეაფასა. 

"ყველაფერი განვიხილეთ, იყო დატვირთული, რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი. მრავალი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა ყველა ვერ გადავჭერით, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შედგა, მიმაჩნია, რომ ძალიან დროულია". - დაამატა კარასინმა. 

მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ერთობლივ განცხადებას მოსკოვი და ვაშინგტონი დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებენ. 

პარალელურად, ერ-რიადში დაწყებულია შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics