05:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 11:50:16, 617 ნახვა

საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით

კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.

„ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ.

კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics