10:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 19:53:26, 906 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საგანგებო განცხადებას აკეთებენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საგანგებო განცხადებას აკეთებენ.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პირველი არხის ბორდის წევრების მიერ ტელევიზიის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები "პარანოიდულია".

სამეურვეო საბჭოს სამარცხვინო შეხვედრას ისტორია მძიმე ეპიზოდად შემოინახავს. ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დახურულ კარს მიღმა უკანონოდ შეიკრიბა და პარანოიდული ბრალდებები წაუყენა არხის ჟურნალისტებსა და არხის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს. ახლა, როცა ქალაქში სასიცოცხლო პირობებს ითხოვენ მაღაროელები, როცა პარლამენტთან ღამეს ათევენ სტუდენტები, როცა რეჟიმის ტყვეთა მშობლები უშედეგოდ ელიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, საბჭოს შეხვედრაზე გამოკვეთილი უმთავრესი პრობლემა მასონების ლოჟის მიერ წარმოსახვითი შეთქმულებებია.

არ არის გასაკვირი, რომ საბჭოს წევრების პრივილეგირებული ცხოვრება სრულიად განყენებულია ჩვენი თანამოქალაქეების ნამდვილი გასაჭირისგან, რადგან ისინი ქვეყნის სწორედ იმ მცირე ნაწილს ეკუთვნიან, რომელიც ავტორიტარული რეჟიმით ხეირობს. ცხადია, რომ არხის მეურვეები განზრახ ირჩევენ მოსახლეობის ნამდვილი ინტერესის უგულებელყოფას და ყურადღება შეთქმულებისკენ მიმართავენ. სინამდვილეში მათ ზუსტად იციან, როცა ჩვენ ვამბობთ ეთერი ხალხს, ჩვენ მოვითხოვთ პირველი არხისგან, რომ ისაუბროს ნამდვილ გასაჭირზე, სიღატაკეზე, პოლიციურ ძალადობაზე", - განაცხადეს მოქალაქეებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics