01:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 14:06:05, 419 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - აშშ და რუსეთი შავი ზღვის ინიციატივაზე ილაპარაკებენ

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც პესკოვი ამბობს, მხარეები შეხვედრაზე ე.წ. შავი ზღვის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც შავ ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებას გულისხმობს. პრესსპიკერის თქმით, პუტინს დაუყონებლივ შეატყობინებენ ერ-რიადში მოლაპარაკებების შედეგებს.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს არ გაუუქმებია ბრძანება შეწყდეს იერიშები ენერგეტიკის ობიექტებზე. პესკოვის აზრით, შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალები არღვევს.

"აშშ-ს ეძლევა შესაძლებლობა თვალი ადევნოს ენერგოსტრუქტურაზე ცეცხლის არ მიტანის შეთანხმების დარღვევას და თავად გააკეთოს დასკვნები". – თქვა პესკოვმა.

რუსეთისა და აშშ-ს ბოლო შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები შეწყდება, თუმცა განცხადებიდან ერთ დღეში რუსეთმა იერიშის მიიტანა უკრაინის რკინიგზის ელექტრო სადგურზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics