2025-03-22 10:52:29, 811 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 12 დრონი ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 11 ბელგოროდის, 7 შავი ზღვის, 6 როსტოვის ოლქის, 4 ვოლგოგრადის, 3 ასტრახანის, თითო-თითო ბრიანსკის, კურსკის, სამარას ოლქებისა და აზოვის ზღვის თავზე.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,