01:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 17:28:24, 397 ნახვა

მსოფლიო
მასკი - მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ

 

მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ სტატიასთან დაკავშირებულ კომენტარს აზიარებს.

„The New York Times-ი სუფთა პროპაგანდაა. მოუთმენლად ველოდები პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ. მათ იპოვნიან“, - წერს მასკი.

The New York Times-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პენტაგონი აპირებდა მასკისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აშშ-ის სამხედროების გეგმის შესახებ ნებისმიერ ომთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთთან დაიწყოს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა და პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ უარყვეს, რომ შეხვედრაზე სამხედრო გეგმების განხილვა იგეგმებოდა.

„ჩინეთს არც კი ახსენებენ და განიხილავენ. რა სამარცხვინოა, რომ დისკრედიტებულ მედიას შეუძლია ასეთი ტყუილის მოგონება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი სრული სიცრუეა!!!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics