2025-03-21 15:01:12, 381 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო, რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
ომის შედეგის მიუხედავად, უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელების სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა.
დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპის წინააღმდეგ რუსეთის გეგმები ვერ ხორციელდება, რადგან უკრაინამ აიღო აგრესორთან პირდაპირი კონფრონტაციის ტვირთი. მისივე თქმით, აშშ-ის ახალი პოლიტიკა ხაზს უსვამს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,