2025-03-21 09:52:45, 324 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 43 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ 43 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 34 დრონი - ვოლგოგრადის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ოთხ-ოთხი დრონი როსტოვისა და კურსკის ოლქებში ჩამოაგდეს, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,