15:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 19:24:47, 915 ნახვა

საზოგადოება
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა

ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 20 მარტს, საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის და გაეროს მდგრადი განვითარების სარედაქციო საბჭოს თანამშრომლობით მომზადებული მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც 2024 წლის შედეგებს მოიცავს.

რეიტინგი ეფუძნება ცხოვრების ბოლო სამი წლის ხარისხის საშუალო მაჩვენებელს და ფასდება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ჯანსაღი ცხოვრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საიმედო ადამიანის არსებობა და ა.შ.

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია. ათეული კი შემდეგია.
 

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. შვედეთი
  5. ნიდერლანდები
  6. კოსტა რიკა
  7. ნორვეგია
  8. ისრაელი
  9. ლუქსემბურგი
  10. მექსიკა

საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ბედნიერი როგორც აღმოჩნდა რუსეთია. ოკუპანტი ქვეყანა 66-ე ადგილზე იმყოფება 2023 წელთან შედარებით 6 ადგილით დაწინაურდა. 87-ე ადგილზეა სომხეთი (2023 წელს 82), 91-ე საქართველო (2023 წელსაც 91), 94-ე ადგილს თურქეთი იკავებს(2023 წელს 98). ირანი 99-ე ადგილზეა (2023 წელს 100), აზერბაიჯანი 106-ე (2023 წელს 101), ხოლო უკრაინა 111-ე (2023 წელს 105).

ნეგატიური ათეული კი ასე გამოიყურება 

138.  ლესოთო
139. კომოროსი
140. იემენი
141. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
142. ბოტსვანა
143. ზიმბაბვე
144. მალავი
145. ლიბანი
146. სიერა ლეონე
147. ავღანეთი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics