15:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 10:22:27, 545 ნახვა

საზოგადოება
17 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო რაიონებში ზოგან წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექოდ. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ჩრდილო რაიონებში ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ; სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, ზოგან +12°-მდე, დღისით +24, +29°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +15, +20°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 8 -13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11°, დღისით +29°.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics