17:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 09:21:22, 423 ნახვა

მსოფლიო
არსებობს გეგმა A და გეგმა B - რუბიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე

აშშ მოითხოვს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

CBS-ის წამყვანმა რუბიოს შეახსენა მისი განცხადება, რომ მოსკოვში უიტკოფის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდებოდა, მზად არის თუ არა რუსეთი ნაბიჯები გადადგას ცეცხლის შესაწყვეტად, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გაჭიანურების ტაქტიკას მიმართავდა. მოსკოვს ჯერჯერობით ცალსახად არაფერი უთქვამს, ამიტომ სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს, არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა.

მარკო რუბიომ უპასუხა, რომ არ აპირებს რუსეთთან აშშ-ის მოლაპარაკების პროცესის საჯაროდ განხილვას, პუტინთან უიტკოფის შეხვედრა იმედისმომცემი იყო, თუმცა, გარკვეული პრობლემები არის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს რთული, სამწლიანი ომი, რომელიც დიდ ფრონტზე მიმდინარეობს და მისი შეწყვეტა იოლი არ არის. რუბიოს თანახმად, აშშ-ის „გეგმა ა“ არის სროლის შეწყვეტა, რათა გადავიდნენ „გეგმა ბ“-ზე, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პირველი ეტაპის გარეშე მეორეზე ვერ გადავლენ, რადგან რთულია შეთანხმების მიღწევა, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics