2025-03-16 09:39:21, 556 ნახვა
მსოფლიო
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა
ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარიც, რომელმაც პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს.
„ისინი, ვინც საკუთარ ერს ღალატობენ, ისტორიის ნაგავსაყრელზე უნდა აღმოჩნდნენ“, – განუცხადა მადიარმა აქციაზე შეკრებილ ხალხს.
მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა. მისი პარტია „ტისა“ უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტია ასწრებს.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გაამკაცრებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,